გურჯაანში სეტყვის საწინააღმდეგო სისტების 8 საცეცხლე წერტილი დამონტაჟდა
„დელტას“ წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმართველობის თანამშრომლებთან და მოსახლეობასთან აღნიშნული სისტემის მნიშვნელობაზე გამართეს საინფორმაციო შეხვედრა, სადაც სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.
,,რეგიონში განლაგდება 83 ერთეული სარაკეტო გამშვები, რომელთა მოქმედების ზონაც მთელს კახეთს დაფარავს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დღეისთვის 8 საცეცხლე წერტილია დამონტაჟებული, საერთო ჯამში კი 14-ის განლაგებაა დაგეგმილი. დანადგარები წინასწარ შერჩეულ ადგილებზე, სპეციალურ შემოსაზღვრულ პოზიციებზე მონტაჟდება,”– აცხადებენ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის წარმომადგენლები.