ახალი ამბები

თელავში ,,ჰერეთმა” რადიობლოგერების კონკურსი გამართა

“ჰერეთის” ახალი პროექტი, რომელიც “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ითვალისწინებს რადიო ბლოგების საშუალებით მოქალაქეების მიერ თვითმმართველობის ეფექტიან მონიტორინგს. 8 თვის განმავლობაში რადიოსადგური კახეთში 10 ბლოგერს მოამზადებს. შერჩეულ ბლოგერებს, სპეციალური სწავლება რადიო ჰერეთის ბაზაზე ჩაუტარდებათ თვითმმართველობის, სამოქალაქო უფლებების დაცვის, “რადიობლოგინგის” და გენდერის საკითხებზე. ბლოგერები შექმნიან 70-ზე მეტ “რადიო ბლოგს” საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ და მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც გადაცემა რადიო ბლოგის სახით “ჰერეთის” ეთერში გავა. პროექტის განმავლობაში მომზადება ასევე საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ „თავისუფალი დრო” მარინა გოგოლაძესთან ერთად.
ინფორმაციას რადიო ,,ჰერეთი” ავრცელებს. ფოტო – რადიო ,,ჰერეთი”