ახალი ამბები

ტრაგედია გურჯაანში – “სიკვდილის ზონას” ოჯახი შეეწირა

საკმაოდ დიდი ხანია, რაც გზაჯვარედინს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურთან “სიკვდილის ზონას” უწოდებენ. დედაქალაქში მომავალი ავტომობილები, ხაშურის ცენტრიდან დაბალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანები სწორედ ამ ადგილას, სადაც გზა ფართოვდება, სიჩქარეს კატასტროფულად უმატებენ. ავტომანქანაში იმყოფებოდა პიტიურიშვილების ვაჟიც, რომელიც მძიმედ დაშავდა. კახას სიცოცხლეს ორი ურთულესი ოპერაციის შემდეგ საფრთხე აღარ ემუქრება. ,,ოჯახშიძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. ამ საშინელებას როგორ ვუძლებთ, მიკვირს, – ერთ ოჯახში 3 მიცვალებული ასვენია. ისინი სამტრედიაში ახლობლის დასატირებლად მიდიოდნენ. ახლა თავად გახდნენ დასატირებლები. თეას 2 შვილი დარჩა, 5 და 8 წლის პატარები“, – აცხადებენ ოჯახის ახლობლები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.