ახალი ამბები

კახეთში 25 აპრილამდე ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

სინოპტიკოსები, კახეთის რეგიონში, დღეიდან მომდენო 4 დღის განმავლობაში ტემპერატურის შემცირებასა და ნალექს პროგნოზირებენ. კახეთში, ჰაერის ტემპერატურა დღეს +12, ღამით +5 გრადუსი იქნება. ხვალ და ზეგ სითბო დღისით + 10 გრადუსამდე დაეცემა, ღამე + 4 გრადუსი იქნება. 25 აპრილიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.