თელავში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ იმსჯელეს
შეხვედრაზე, განიხილეს ისეთი მნიშნელოვანი საკითხები, როგორიცაა – რატომ არის გენდერული პოლიტიკა მნიშვნელოვანი პოლიტიკურ პროცესებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ქალთა მონაწილეობა, ქალების როლი საარჩევნო პროცესებში, ქალთა ელექტორალური ქცევის თავისებურებები და ქალთა უფლებები.
ორგანიზაციის ,,ქალები აქტიურ პოლიტიკაში“ თავმჯდომარის ნათია ქევხიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყონ ქალებს გახდნენ აქტიურები როგორც ამომრჩევლები და/ან როგორც პოლიტიკური ფიგურები:
,,პროექტის მიზანია, ვიპოვოთ ქალები, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ და მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია. ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ინტერნეტისა და სხვა კომუნიკაციებზე წვდომის საშუალება. ქალებს, ტრენინგების მეშვეობით ვასწავლით კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, საკუთარ უფლებებს, როგორ აირჩიონ პოლიტიკური პარტია და სხვა. ჩვენს მიერ დატრენინგებული ქალები უკვე თავიანთ საცხოვრებელ თემში გადასცემენ მიღებულ ცოდნას სხვა ქალებს. ვეძებთ ქალებს, რომელთაც აქვთ ინიციატივები სოფლის, თემის დონეზე და ვცდილობთ მათ დახმარებას“.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქალები სამართლიანობისთვის“,მეორე წელია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ქალები აქტიურ პოლიტიკაში“.