თელავში ლოტბარ ანდრო სიმაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
კონცერტში მონაწილეობამ მიიღებენ ანსამბლები როგორც კახეთის რეგიონიდან, ასევე რთბილისიდან, ესენია: ,,რუსთავი”, ,,ბასიანი”, ,,დიდგორი”, ,,იალონი”: ,,ჩაკრულო”, ,,პატარა კახი” ,,წინანდალი”, ,,ხეურო”.
საღამოს დაესწრებიან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, რეგიონის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები, ფოლკლორული წრეების წარმომადგენლები.