6 სოფლის მოსახლეობა სიღნაღსა და წნორს განახლებული გზით დაუკავშირდება
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული დამუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში ხორციელდება. უწყების ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებზე 80 ადამიანია დასაქმებული. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა დაათვალიერა.
მისი თქმით, აღნიშნული გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე უკვე დაიგო ასფალტის საფარი, პარალელურ რეჟიმში კი გზის დანარჩენ 3 კმ-ზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
,,პროექტის ფარგლებში გზის საფარის, მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის კიუვეტების, ლითონისმილების მოწყობა და გვერდულების გაწმენდა მიმდინარეობს. ასევე, ეზოს შესასვლელებთან არსებული და ზიანებული მილების დემონტაჟი ხორციელდება. არსებული გზა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის 6- ზე მეტ სოფელს წნორთან და სიღნაღთან აკავშირებს, მთლიანად ამორტიზებული იყო. მას რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შედეგად, 6 სოფლის მოსახლეობა, ახალი და კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას. გზის აღდგენაგააადვილებს მგზავრობას წნორამდე და სიღნაღამდე – კახეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და ტურისტულ ცენტრებამდე,”– განაცხადა გიორგი ამაშუკელმა.