ახალი ამბები

ველსციხეში ჰუმანიტარული დახმარება 19 ოჯახზე გაიცა

ჰუმანიტარული აქცია მცხეთა-მთიანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის „ადამიანი“, ასევე  არასამთავრობო ორგანიზაცია „დიაბეტონის“ მხარდაჭერით განხორციელდა. „დიაბეტონის“ ხელმძღვანელის, მიხეილ ელიზბარაშვილის განცხადებით, აქციის ჩატარება  სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, ნათია გიორგაძის  ორგანიზებით გახდა შესაძლებელი. 

„ჩვენი მიზანი იყო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. პროგრამა მცხეთა მთიანეთის რეგიონისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ სოფლის პრობლემების გაცნობის შემდეგ ამ მიზნის განხორციელება ველისციხეშიც გადაწყდა,“ – განუცხადა knews.ge – ს  მიხეილ ელიზბარაშვილმა. 

სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით დახმარება 7 სულიანი და მრავალშვილიანი 19 ოჯახისათვის გაიცა, რაც ამ ადამიანებს საშუალებას მისცემს მცირედით შევუმსუბუქოთ ყოფა. მიხარია, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციებმა ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს, – აღნიშნა სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნათია გიორგაძემ.