ახალი ამბები

კახეთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 26 მილიონი დაიხარჯება

,,მეორე კვარტალიდან ვიწყებთ 26 მილიონიან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ახმეტის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და თელავში, კურდღელაურის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას. ამ რაიონებში მოსახლეობის ნაწილს ექნება 24-საათიანი, ნაწილს კი წყლის მიწოდების 16, 17 და 18-საათიანი გრაფიკი. 
უკვე დაწყებულია და დეკემბერში უნდა დასრულდეს გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაც, რომლის შედაგადაც მოსახლეობის 100 პროცენტი უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით, ასევე გაუმჯობესებული ხარისხის სასმელი წყლით. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 278 ათასი ლარია. 
დაწყებულია აგრეთვე წნორის 10-მილიონ-ნახევრის ღირებულების პროექტი და სიღნაღის 1 მილიონზე მეტი ღირებულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას, იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება და გაუმჯობესებული ხარისხის სასმელი წყალი”, –აცხადებს პრემიერ მინისტრი.