ახალი ამბები

გურჯაანში ოპოზიციონერი დეპუტატი გამგეობის წინ შიმშილობის დაწყებას გეგმავს

გია შაოშვილისვე თქმით, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებში გზის რეაბილიტაცია თავის დროზე ჩაისვა, თუმცა შემდეგ შეგნებულად დაიბლოკა, რადგან ის პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების’’ წევრია:
,,პროექტებიდან შეგნებულად ამოიღეს სოფელ ჩუმლაყის სასაფლაომდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი. მეუბნებიან, რომ დაგეგმილია დამატებით სხვა პროექტების დაფინანსება და უნდა დავილოდო. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამუშაოები არ დაფინანსდება, ვაპირებ გამგეობის წინ კარვის გაშლას და დავიწყებ შიმშილობას,’’– განაცხადა გია შაოშვილმა.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, სოფლებში დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და შესაძლოა აღნიშნული სამუშაოებიც დაფინანსდეს:
,,ამ დროისთვის, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულია 13 პროექტი, რომელსაც დაემატა 4. არ არის გამორიცხული, კიდევ დაემატოს 38 პროექტი. შესაძლოა, სოფელ ჩუმლაყში აღნიშნული სამუშაოებიც დაფინანსდეს,’’– განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზაქრო ქაჩლიშვილმა.
ინფორმაციას ,,ტელეკომპანია გურჯაანი” ავრცელებს.