გურჯაანში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნა
სათათბირო ორგანოს მიზანია შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის, სხვადასხვა ღონისძიებებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა და ადაპტირებული გარემოს შექმნა. შშმ პირთა დღის ცენტრის დირექტორის გულიკო როსტოშვილის ინფორმაციით, საბჭოს წევრები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან, გაწეულ საქმიანობას შეაჯამებენ და სამომავლო ღონისძიებებს დასახავენ:
,,გავნიხილეთ საბჭოს სამოქმედო გეგმა, დავსახეთ უახლოესი ღონისძიებები თვეების მიხედვით, ამ ეტაპზე დავგეგმეთ მაისში განსახორციელებელი აქტივობები. მინდა ავღნიშნო, რომ 3 მაისს მსოფლიო რბენასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჩარიცხა თანხა, დააფინანსა ჩვენი 7 ბენეფიციარი და ისინი მიიღებს მონაწილეობას ამ შეჯიბრში. ამ ეტაპზე, პარალელურად საინფორმაციო ბანკის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხდება შშმ პირთა აღწერა, ასევე ვაკეთებთ მონაცემებს ვის რა მდგომარეობა აქვს და რა საჭიროება უდგას. უახლოეს მომავალში ამ შედეგს დავდებთ.”