ახალი ამბები

ახმეტის სასაფალაოზე 26 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ჯარჯი კახიშვილი მოკლულია. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილს ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა ქალთან, ამ ამბის გახმაურების შემდეგ კი ქალის ახლობლებმა კახიშვილზე შური ამ ფორმით იძიეს. 
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. 
გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის გურჯაანის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. საქმეს შს ახმეტის რაიონული სამმართველო იძიებს.
ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.