ახალი ამბები

თელავის მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებები შევიდა

ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების, ადამიანური რესურების მართვის, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გათვალისწინებული იყო 12 საშტატო ერთეული, რომელსაც გამოაკლდა სამი მათგანი.

ზემოხსენებული განყოფილების საშტატო განრიგს ცალკე პუნქტად დაემატა დამხმარე მოსამსახურის (ტექნიკური მუშაკის) შტატი.

გიორგი ენუქიძის განცხადებით, თელავის მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანა გავლენას არ მოახდენს ადგილობრივ ბიუჯეტზე, რადგან შტატი არ ემატება და არც მცირდება:

„ცვლილებების განხორციელების საჭიროება დადგა იქიდან, რომ 12 სპეცილისტის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადებული იყო მხოლოდ 9 ვაკანტურ ადგილზე, ხოლო დარჩენილი 3 პოზიცია განკუთვნილია ტექნიკური მუშაკის შტატისთვის, რომლებზეც კანონმდებლობის შესაბამისად კონკურსი არ ვრცელდება. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, დამხმარე მოსამსახურე შრომითი ხელშეკრულებით მიიღება,“ – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ენუქიძემ. 

თელავის მერიაში სულ 81 საშტატო ერთეულია, 8 სამსახური, რომელშიც შედის 9 განყოფილება.