ახალი ამბები

თელავში არასრულწლოვანთა ქორწინების პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს

შეხვედრაზე ისაუბრეს არასრულწლოვან გოგონათა უფლებების შესახებ, განიხილეს ქორწინების სამართლებრივი რეგულაციები და ყურადღება არასრულწლოვანთა ქორწინებით გამოწვეულ საფრთხეებზეც გაამახვილეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნადიკვარის” პროექტების მოძიების მენეჯერის განცხადებით, მრგვალი მაგიდის მონაწილეების მიერ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს გოგონათა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას განსხვავებული რეგლიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობისათვის კახეთის რეგიონში:
,,მრგვალი მაგიდის მონაწილეები დაეხმარებიან კახეთის რეგიონის განსხვავებული რელიგიისა და ეთნიკური წარმოამვლობის მოსახლეობას გენდერული სტერეოტიპების მიმართ კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და დაძლევაში. ასევე, მრგვალი მაგიდის წევრები ხელს შეუწყობენ პროექტით გათვალისწინებულ საინფორმაციო კამპანიის წარმართვას”.
პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “ვეჟინი”, “ნადიკვარი” და “ფიროსმანი”. პროეექტი დაფინანსებულია ქალთა ფონდი საქართველოში-ს მიერ.