საქართველოს რეგიონებში ბიო უსაფრთხოების პუნქტები განთავსდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქვეყანაში პირუტყვის დაავადებების რისკის შემცირების, მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის, შესაბამისისა მთავრობოს ტრუქტურების ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით, მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ და „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) ხელმძღვანელმა, ჰელენ ბრადბერიმ მოაწერეს ხელი.
„მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ არის დაფინანსებული და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს.
,,მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განთავსებული ბიო უსაფრთხოების პუნქტები ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ცხოველთა დაავადებების გავრცელებას. ქვეყნის მასშტაბით, პირველ ეტაპზე 5 ბიოუსაფრთხოების პუნქტის გახსნა იგეგმება“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ.
ბიო უსაფრთხოების პუნქტები გულისხმობს შემოღობილ, ბეტონის საფარით მოწყობილ ტერიტორიას, სადაც განთავსებული იქნება პირუტყვის სადეზინფექციო გასაბანი აუზები, სადეზინფექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, სტაციონალური კრემატორიუმები, საწყობი, ვეტპუნქტიდა ა.შ. ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობის უმთავრესი მიზანია თავიდან იქნეს აცილებული დაინფიცირებული პირუტყვის ტრასებზე მოძრაობა დაინფექციების გადატანა-გავრცელება.
დაგეგმილია ბიოუსაფრთხოების 5 პუნქტის მოწყობა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიებზე.
აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, ბიოუსაფრთხოების ხუთი პუნქტიდან ორს (გარდაბანსა და მარნეულში)ALCP მოაწყობს,ხოლო სამს (დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ბოლნისში) სურსათის ეროვნული სააგენტო. გასულ წელს ქვემო ქართლის რეგიონში გამავალი პირუტყვის გადასარეკ ტრასაზე ბიოუსაფრთხოების პუნქტების განსათავსებელი ტერიტორიების შერჩევა განხორციელდა.

