ახალი ამბები

პოლონეთში ქართული ღვინისა და ჭაჭის წარდგენა გაიმართა

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ღვინოსთან ერთად პოლონეთში ჭაჭაც იყო წარმოდგენილი. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული წარდგენა ხელს შეუწყობს ქართული ღვინისა და ჭაჭის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე და ასევე პოლონეთის ბაზარზე დამკვიდრებას. 
პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხეთეულშია. 2014 წელს ამ ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 1,5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებლზე.