ახალი ამბები

სოციალურა დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სატესტო სისტემა ბავშვზე ორიენტირებული გახდება

შეფასების სისტემაში მაქსიმალურად შემცირებულია ინსტრუმენტები, როდესაც გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება სუბიექტურ ფაქტორებზე, სოციალურ აგენტს დამოუკიდებლად არ ექნება უფლება თვითონ დანიშნოს, ან მოხსნას სოციალური დახმარება:
,,მთავარი ამოსავალი წერტილი შეფასებისას ის ქონება იქნება, რომელსაც მოქალაქისთვის გარკვეული შემოსავალი მოაქვს. დაიწყება სატესტო რეჟიმში ეს პროგრამა, პირველ ეტაპზე უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით 5 000-მდე ბენეფიციარს შეეხება. პირველ ეტაპზე მათი გადამოწმება მოხდება. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებიც ახლა ერთვებიან პროგრამაში და ნაწილი იმ მოქალაქეებისა, რომლებიც აქამდე იყვნენ ჩართული პროგრამაში და გარკვეული პრობლემები არსებობდა. მთლიანად ახალი პროგრამის ჩანაცვლება ეტაპობრივად რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდება”, – განმარტავს ზაზა სოფრომაძე.
სოფრომაძისვე ინფორმაციით, პროგრამა ბავშვზე ორიენტირებული ხდება. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს დამატებითი ბენეფიტები დაემატებათ იმის მიხედვით, თუ რამდენი ბავშვი ჰყავთ ოჯახში.