ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამელიორაციო ხარჯებს ამცირებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით პროექტი ფინანსთა სამინისტროში გადააგზავნა. ცვლილება”ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება: “ხარჯების შემცირებაზე ჩვენ ჩვენი პროექტი უკვე გადავაგზავნეთ და შესაბამისად, ველოდებით ამ დაზოგილი თანხების მელიორაციაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯვას”, – განაცხადა ოთარ დანელიამ. გურჯაანელი ფერმერის, გოჩა ცისკარაშვილის განცხადებით, კახეთში მთავარ პრობლემად რჩებასამელიორაციო საკითხების მოგვარება. იგი მთავარ პრობლემად სწორედ სარწყავი სისტემის გაუმართაობას მიიჩნევს: ,,წელიწადნახევრის წინ სადაც ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა გადის, ჩამონგრეული კედელი რკინა-ბეტონით მოაპირკეთეს და ნატანი ქვა-ღორღისგან გაწმინდეს, მაგრამ პრობლემა მაგითი ვერ მოგვარდება. სოფლებში წყალი არ არის, კარგია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება რომ გაიზრდება, მაგრამ სამელიორაციო საკითხების მოგვარება არანაკლებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის დარგისათვის. ჩემს მამულში ტრანსპორტით მიმაქვს წყალი და ისე ვრწყავ ადგილებს, რაც ზედმეტი ხარჯია”, – განუცხადა Knews.ge-ს გოჩა ცისკარიშვილმა.