“გურჯაანის ნაყინმა” ორი სახის ახალი ნაყინი გამოუშვა
მისი თქმით, ერთი სახეობის ნაყინი შოკოლადისაა, მეორე კი ძველებური სტილის, ბრიკეტის ფორმის და პერგამენტის ქაღალდში შეხვეული:
„ჩვენი ხარისხი ყოველთვის მაღალია და, ვფიქრობ, ახალი პროდუქცია მომხმარებლის მოწონებას აუცილებლად დაიმსახურებს“, – აცხადებს გურამ ბერიკაშვილი.
ბერიკაშვილის ინფორმაციით, ნაყინის საწარმოებლად საჭირო მასალებს კომპანია დოლარში ყიდულობს, წარმოებულ პროდუქციას კი ლარში ყიდის, რომლითაც კვლავ დოლარის შეძენა უწევთ. ამის გამო, კომპანიის ხარჯები იზრდება, თუმცა მასალები გასულ წელთან შედარებით გაიაფებულია, ამიტომაც ბერეკაშვილი, ამ ეტაპზე, პროდუქციის გაძვირებას არ ვარაუდობს:
„ყველანაირად ვცდილობთ ფასები შევინარჩუნოთ და მომხმარებელს პრობლემები არ შევუქმნათ. ვფიქრობ, წარმატებული სეზონი იქნება და გაყიდვების მხრივ შეფერხებებს არ ველოდებით, რადგან ჩვენს პროდუქციაზე ფასი იგივე რჩება“, – ამბობს ბერეკაშვილი.
ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.