სოფელ ლელიანში მომხდარი ჩხუბის დროს 28 წლის ზურაბ სამხარაძე გარდაიცვალა
გავრცელებული ინფორმაციით, სამხარაძეს ტრამვები თავის არეში აქვს მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე საქმე 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აღიძრა. ფაქტს შსს-ს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო იძიებს.