განათლების მინისტრი თელავში შეხვედრას გამართავს
შეხვედრას თელავის უნივერსიტეტის თანამშრომლები, კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და საჯარო სკოლების დირექტორები დაესწრებიან.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრის მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ახალ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და სქემაზე მომუშავე ექსპერტები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის კონცეფციას, მის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს საქართველოს მასშტაბით სისტემატიურად აცნობენ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს.