თელავის გამგეობა 5 ვაკანსიაზე კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს
,,3 ვაკანსია ცხადდება გამგეობაში ახალი განყოფილების შექმნის გამო, ხოლო 2 დაემატა რადგან თანამშრომლებმა დაწერეს განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე”.
შეგახსენებთ, რომ გამგეობაში 42 ვაკანსიაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია და საბუთების გადარჩევა მიმდინარეობს. გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, ნინო აფციაურის თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ 42 ვაკანსიაზე 824 განაცხადი შევიდა:
,,საბუთების მიღება მიღება 21 მარტს დასრულდა. თითოეულ პირს ერთდროულად 5 ვაკანსიაზე შეეძლო განაცხადის გაკეთება. სულ შემოვიდა 824 განაცხადი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი გადარჩევა. რაც შეეხება კონკურსის შემდეგ ეტაპს, ტესტირებას, სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებში ჩატარდება,”– განუცხადა Knews.ge-ს ნინო აფციაურმა.