ახალი ამბები

თელავში შუქნიშნების დამონტაჟება უახლოეს დღეებში დაიწყება

ქალაქის მერის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს: ,,გამოყოფილია 95 000 ლარი, რომელიც მოხმარდება არამხოლოდ შუქნიშნების მოწესრიგებას, არამედ მოეწყობა საგზაო კუნძულები, პარკინგი და ქვეითთა გადასასვლელი ბილიკები”, – აცხადებს Knews.ge-სთან პლატონ კალმახელიძე. 

პლატონ კალამახელიძე თელავის რამდენიმე ცალმხრივი ქუჩისთვის ორმხრივი მოძრაობის სტატუსის მინიჭებაზეც საუბრობს.