ახალი ამბები

ჩაილურში სოფლის ექიმის გათავისუფლება გააპროტესტეს

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ექიმს უარი პოლიტიკური ნიშნით უთხრეს და უპირატესობა სახელისუფლო პარტიის მხარდამჭერს მიანიჭეს. მემარნიშვილი ამბობს, რომ მისი კანდიდატურა სოფლის დეპუტატისთვის იყო მიუღებელი და ბაღების გაერთიანებამაც ამ მიზეზით დაიწუნა. აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და “ოცნების” მხარდამჭერს შორის მოხდა, რომელიც მოსახლეობას აქციის შეწყვეტას სთხოვდა. მოსახლეობის პროტესტს საგარეჯოს ბაღების გაერთიანებაში უპასუხეს, სადაც კადრის პოლიტიკური ნიშნით შერჩევა უარყვეს. ინფორმაციას სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.