თელავის მერია და საკრებულო კონკურსს 8 ვაკანსიაზე ხელახლა გამოაცხადებს
საკონკურსო- საატესტაციო კომისიამ 72 ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ 64 კონკურსანტი შეარჩია. კომისიამ 59 აპლიკანტის კანდიდატურა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად თელავის მერს პლატონ კალმახელიძეს წარუდგინა, ხოლო 5 კანდიდატის თავისუფალ ადგილზე დანიშვის რეკომენდაციით საკრებულოს თავმჯდომარეს, არჩილ თხლაშიძეს მიმართა.
,,72 ვაკანსიაზე იყო კონკურსი გამოცხადებული, აქედან 6 საკრებულოში და 66 მერიაში.შევაჯამეთ გასაუბრების შედეგები და გამარჯვებული გამოვლინდა 64 ვაკანსიაზე, 8 პოზიციაზე კი ჩაშლილად გამოცხადდა კონკურსი. უახლოეს ხანში მოხდება აღნიშნულ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება,”– განუცხადა Knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში გამოცხადებულ 72 ვაკანსიაზე გასაუბრების ეტაპი გაიარა 120-მა კონკურსანტმა. გასაუბრებაზე არ გამოცხადდა 27 კონკურსანტი. კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებით 147-მა აპლიკანტმა გადალახა.