კახეთსა და ლუქსორის გუბერნიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხების ხელმოწერა ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით, დიპლომატიური არხებით განხორციელდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტის მხარე მიესალმება კახეთთან თანამშრომლობას. უწყებისვე ცნობით, თანამშრომლობა კულტურის, ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით იგეგმება. ლუქსორში, ისევე როგორც კახეთში, განვითარებულია სოფლის მეურნეობა და მევენახეობა.