ახალი ამბები

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან საპროტესტო აქცია გაიმართა

აქციის მონაწილეები აზერბაიჯანიდან საქართველოში მიმართულებით მომავალ მანქანებს არ ატარებდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტის მიზეზი ის რეგულაციებია, რომელის მიხედვითაც, აზერბაიჯანი საქართველოდან 2005 წელს ზემოთ გამოშვებულ მანქანებს არ უშვებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით, საქართველოდან კახის რაიონში სტუმრად ჩასვლა და იქ დარჩენა შეუძებელი ხდება. აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანულ მხარესთან შუამდგომლობას სთხოვენ.  “ჩვენ აზერბაიჯანში ოჯახები და ნათესავები გვყავს და მისვლა-მოსვლა გვინდა. თუ ჩვენ არ გვიშვებენ, მაშინ ცალმხრივად რატომ არის ეს, ჩვენც შევზღუდოთ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. 
“ვითხოვთ შეუზღუდავად გადაადგილებას ფეხითა და ავტომანქანებით დეპოზიტზე ფულის ჩარიცხვის გარეშე. მოგვცენ საშუალება, ცალობით გადმოვიტანოთ რაიმე სახის საქონელი – ეს იქნება თუნდაც ერთი ბოთლი ბორჯომი თუ სხვა”, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ვითარება განმუხტულია და ამ დროისთვის საბაჟო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.