პრემიერ-მინისტრი მერებთან და გამგებლებთან შეხვედრას გამართავს
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ეს არის ჩვეულებრივი შეხვედრა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.
„განხილული იქნება ის პროექტები, რაც მიმდინარეობს, პრობლემები თუ არის სადმე და დაისახება გზები იმისთვის, რათა პროცესები არ შეფერხდეს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრებენ გამოყოფილი თანხების ათვისების გარკვეული პროცედურების შესახებ.
“პრობლემები ყველგან არის. გამოყოფილი თანხების ათვისებას გარკვეული პროცედურები სჭირდება, რაზეც მე მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე. ეს არის ტენდერების გამოცხადება, საპროექტო სამუშაოები. ჩვენ დეტალურად გავივლით ყველა ამ საკითხს”, – განაცხადა ქვეყნის პირველმა ფინანსისტმა.