თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვიდეო თვალები დამონტაჟდება
,,14 000 ლარი იყო საჭირო, რომ ყველა სოფელში დაგვემონტაჟებინა ვიდეო თვალი, მაგრამ სახსრები ვერ მოვიძიეთ. ამის გამო, საკრებულოსთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სოფლებში სადაც ახალი სკვერი ან მემორიალი გაკეთდა, თავდაპირველად იქ ყოფილიყო ვიდეო თვალი. ჩვენ, გვექნება საშუალება რაიმე შემთხვევის მოხდენის დროს ვნახოთ ვიდეოჩანაწერი,”– განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.