თელავში პოეზიის საღამო ,,თელავური მუზა” გაიმართა
,,თელავი ჩემი ქალაქიას” დამფუძნებლის, თამარ ლაზარიაშვილის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო, რომ თელაველებმა უკეთ გაიცნონ ის თანაქალაქელები, რომლებსაც ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებაში შეაქვთ წვლილი.
,,ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს კულტურული ღონისძიებებით თელაველებმა გაიცნონ ის თანაქალაქელები, რომლებიც წერენ ლექსებს, აკეთებენ კეთილ საქმეს და წვლილი შეაქვთ კულტურული ცხოვრების განვითარებაში. დღეს ჩვენ ქალაქელებს საშუალება მიეცათ მოუსმინონ პოეტებს და გაეცნონ მათ შემოქმედებას. ეს არ იქნება ერთი შეხვედრა და ჩვენ კიდევ ვგეგმავთ ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებებს,”– განუცხადა knews.ge-ს თამარ ლაზარიაშვილმა.