თელავის თემში ბაგა–ბაღების გაზიფიცირება წლის ბოლოს დასრულდება
მისივე თქმით, ბაღების გაზიფიცირება წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება.
,,გაზიფიცირების პროცესი თითქმის ყველა ბაღში დაწყებულია. ეს საკითხი მუნიციპალიტეტმა აიღო თავის თავზე. იმ სოფლებში, სადაც ბუნებრივი აირით უკვე სარგებლობს მოსახლეობა, მოხდება გაზიფიცირება იქ არსებულ ბაღებში. წლის ბოლომდე ყველა ბაღს ექნება ბუნებრივი აირი. მაგალითად, სოფლებში ბუშეტსა და კურდღელაურში, უკვე გვაქვს ცენტრალური გათბობა. ადრე ბაღებში შეშით თბებოდნენ და ეს მათ გარკვეულ პრობლემებს უქმნიდათ,”- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი კოჭლოშვილმა.