ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო“ – აქცია თელავში
თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის კოორდინატორის, მერიკო პაპუნაშვილის თქმით, აქციის მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენოს ხელისუფლებას, რომ უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვეითებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო მძღოლებს მოუწოდოს გზა დაუთმონ ქვეითებს გადასასვლელებზე.
,,შევუერთდით აქციას, რომელშიც სტუდენტები და მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენი მიზანია, მძღოლებს სიფრთხილისკენ მოვუწოდოთ, რომ გზა დაუთმონ ქვეითად მოსიარულეებს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საინფორმაციო ბანერებით ხელში ქვეითებსა და მძღოლებს სლოგანებიანი სტიკერები დაურიგეს,’‘- განაცხადა მერიკო პაპუნაშვილმა.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაციები: ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, “იარე ფეხით”, “წითელი ჯვარი” და „ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო ქვეითებისთვის“.