ახალი ამბები

დედოფლისწყაროში 18 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს კონკურსანტთა განაცხადების გადარჩევა, როლებიც შემდეგ კონკურსის მომდევნო ეტაპზე, ტესტირებას გაივლიან. შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ პირველად 85 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. 
აქედან 81 ვაკანტური ადგილი გამგეობაში, ხოლო 4 საკრებულოში იყო. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge შეეძლოთ.