ყარაჯალაში გოგონებს განათლების მიღება ეზღუდებათ
„ჩვენი სკოლის მოსწავლე გოგოების ნაწილი სკოლაში აღარ დადის, ვინც გაკვეთილებს ესწრება, ზოგჯერ იძლებული ვართ დავიცვათ. ხანდახან სახლამდეც გვიწევს მათი მიცილება.“, – აღნიშნავს აშოროვა.
„ადრეული ქორინება, რომელიც მოზარდი ასაკის გოგონებში გვხვდება, მეტწილად მათი ნების საწინააღმდეგოდ ხორციელდება. ხშირია მოტაცების შემთხვევები, რომელიც ტრადიაციად იქცა. მშობლებს მოტაცებული გოგოების უკან დაბრუნება აღარ სურთ,ამიტომ ცდილობენ არასასურველი სასიძოებიგან დაიცვან, თუმცა გოგონების ნების საწინააღმდეგოდ მდიდარ საქმროზე ათხოვებენ. საბოლოოდ ეს ხელს უწყობს როგორც ოჯახურ, ასევე სექსუალურ ძალადობას“, – ამბობს თელავის გენდერული მედია ცენტრის დირექტორი მაია მამულაშვილი.
ინფორმაცია გოგონების სწავლის შეზღუდვის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც აისახა. უწყება ოფიციალური სტრუქტურების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ,, „2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, ხოლო განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო ქვემო ქართლის რეგიონში.“
სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები მანანა ისმაილოვას თქმით, იძულებითი გათხოვების გამო გოგოები ზოგჯერ თვითმკვლელობას მიმართავენ.
„იყო შემთხვევა, როცა 14 წლის გოგომ თავი მოიკლა, მამა ათხოვებდა და არ უნდოდა ის ბიჭი. კიდევ სხვა ფაქტიც იყო, შეყვარეული ყავდა, მაგრამ ოჯახი უარს ამბობდა. ამიტომ მე ჩემი შვილიშვილის ქუჩაში გაშვების მეშინია. სკოლა კი ახლოსაა, მაგრამ თუ მე და ჩემი ქმარი სოფელში არ ვართ, გოგოს არც სკოლაში და არც გარეთ არ ვუშვებთ.“
ამ ფაქტებს არარელევანტურად მიიჩნევენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ სახალხო დამცევლის ანგარიშში აღნიშნული ინფორმაცია, რომ თითქოს სწავლა 7 367 გოგონამ შეწყვიტა, სინამდვილეს არ ასახავს.
განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციიით, „9 კლასის ჩათვლით ქორწინების გამო სწავლა 2012-2013 – 43 გოგონამ და 4, ვაჟმა მიატოვა. 2013-2014 – წელს 67 გოგონამ და 5 ვაჟმა.
2011-2014 წლებში სკოლის მიტოვების მაჩვენებელი საბაზო საფეხურის დასრულებამდე სულ 187-ია. საქართვლოში ქორწინების ასაკი 18 წლიდან იწყება. 2011- 2014 წლებში 18 წელს მიუღწეველი მოსწავლეების სკოლის მიტოვების მაჩვენებელი (საბაზო და საშუალო საფეხურიდან) შეადგენს 249-ს (მათ შორის 238 გოგონა). – განმარტავს განათლების სამინისტრო.
უწყბების განსახვავებული მონაცემების მიუხედავად, ექსპერტები სწავლის იძულებითი შეწყვეტის მიზეზად სწორედ ნაადრევ ქორწინებას და ოჯახურ ძალადობას მიიჩნევენ.
„მსოფლიოში ყოველწლიურად 15-დან 19 წლის ასაკის დაახლოებით 16 მილიონი გოგონა აჩენს ბავშვს, 3.2 გოგონა ჯანმრთელობისათვის სახიფათო აბორტს იკეთებს. ფეხმძიმე გოგონების 90 პროცენტი განვითარებად ქვეყნებში გათხოვილები არიან. თუმცა, ამ გოგონებს უმრავლესობა პრაქტიკულად ვერ ახდენს გავლენას გადაწყვეტილებაზე, გამოიყენონ თუ არა კონტრაცეპტივები, შევიდენ სექსუალურ ურთიერთობაში. ძალიან ხშირად ორსულობა დისკრიმინაციის, უფლებების დარღვევის (მათ შორის ნაადრევი ქორწინება), განათლების დაბალი დონის ან სექსუალური ძალადობის შედეგია“, – აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში.
საქართველოს სახალხო დამცველი არაერთ განცხადებასა თუ ანგარიშში მოუწოდებდა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოთ ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისა და მომხდარი ფაქტების შემთხვევებზე კანონით გათვალისწინებული რეაგირებისათვის, თუმცა, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის არსებობის აღიარება არათუ საზოგადოებას, არამედ ამ თემაზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების მხრიდანაც არ ხდება.