გურჯაანის საკრებულოს დეპუტატმა კოალიცია ,,ქართული ოცნება” დატოვა
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, თეიმურაზ ზარდიაშვილი აცხადებს, დეპუტატის მიერ პარტიის დატოვების მიზეზი მისთვის უცნობია:
,,სოსო ბერიკაშვილს პარტიის დატოვების შესახებ მიზეზი არ დაუსახელებია, შესაბამისად, მისი დღევანდელი განცხადება ყველასათვის მოულოდნელი იყო. ის არ ყოფილა ჩვენი ფრაქციის წევრი, იგი იყო პარტიის წევრი,”– განუცხადა knews.ge-ს თეიმურაზ ზარდიაშვილმა.
სოსო ბერიკაშვილის მიერ პარტიის დატოვება გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ყვირალაშვილმაც დაადასტურა.