სოფელ გულგულაში ქათმები მასიურად იხოცება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში ქათმები მასიურად იხოცება. აღნიშნულ ფაქტს სოფელში გამგებლის წარმომადგენელი, ივანე ხატიაშვილი ადასტურებს. მისი განცხადებით, სოფელში ქათმები რამდენიმე ოჯახში დაიხოცა:
,,ქათმების დახოცვის ფაქტები გულგულაში რამდენიმე ოჯახში დაფიქსირდა. ყალამაშვილების ოჯახში, რომლებსაც ფრინველების ფერმა ჰქონდათ 1000-მდე ქათამი დაეხოცათ. გარდა ყალამაშვილებისა, დაავადება მათ ახლო მცხოვრებ 2-3 ოჯახშიც გავრცელდა. ერთ ოჯახს 22-მდე და ხოლო მეორეს 30 ფრთა ქათამი მოუკვდა. ფაქტის დაფიქსირებისთანავე გამოვიძახეთ სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები, რომელბიც გუშინ ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. აიღეს სინჯები და გამოკვლევის შედეგად, რომელიც გურჯაანის ლაბორატორიაში გაკეთდა, აღმოჩნდა, რომ ფერმაში გავრცელებული დაავადება ქათმის ჭირი იყო,’’– განაცხადა knews.ge -სთან საუბრისას ივანე ხატიაშვილმა.
knews.ge გთავაზობთ რჩევებს ქათმის ჭირისგან დასაცავად. გაეცანით ამ ბმულს.