ახალი ამბები

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე 5 მილიონ 444 ათასი ლარი დაიხარჯა

“პროექტის ფარგლებში აღდგა საგზაო საფარი, გაიწმინდა და შეკეთდა გვერდულები, კიუვეტები და მილები, მოეწყო ტროტუარები და განხორციელდა სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. რეაბილიტირებული გზით კახეთის რეგიონის რამდენიმე სოფლის- ჭანდარის, ვეჯინის, კოლაგისა და ბაკურციხის მოსახლეობა სარგებლობს. განხორციელებულმა პროექტმა აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება გააადვილა და მოძრაობა მეტად უსაფრთხო გახადა”, – აცხადებენ უწყებაში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5 მილიონ 444 ათასი ლასი შეადგინა.