,,მოქალაქემ’’ თელავში პრობლემების კვლევა დაიწყო
თელავში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, ,,მოქალაქე’’, ქალაქში არსებული პრობლემების კვლევა დაიწყო.
პროექტის კოორდინატორების ინფორმაციით, მზადდება სპეციალური დოკუმენტი პრობლემების კვლევის შესახებ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიეწოდებათ.
პროექტის წარმომადგენლის, ნოდარ ავდალიანის განცხადებით, კვლევის დამუშავების პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობა:
,,არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მოქალაქე“ გამოყო გრანტი, რათა ქალაქ თელავში ჩავატაროთ კვლევა და შევქმნათ დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება ქალაქის საჭიროებები და პრობლემები. პროექტის ფარგლებში შეხვდით ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული ორგანიზაციების ჩართვა მუნიციპალიტეტის მართვის პროცესში’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნოდარ ავდალიანმა.