ახალი ამბები

თელავში წარმატებულ მოსწავლეებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცათ

საზეიმო ღონისძიება თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლია ბაზიერაშვილის თქმით, რვა საჯარო სკოლიდან 23 მოსწავლე დაჯილდოვდა: 
,,23 მოსწავლედან 12-მა აიღო ოქრო, ხოლო 11-მა ვერცხლის მედალი. საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებს გადავეცით მედლები და მივულოცეთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულება”,- განუცხადა Knews.ge-ს ლია ბაზერაშვილმა.