განათლების მინისტრმა ლამბალოში მშენებარე სკოლა დაათვალიერა
თამარ სანიკიძეს თქმით, მომავალი სასწავლო წლიდან ლამბალოელი მოზარდები თანამედროვე, კომფორტულ შენობაში ისწავლიან. სკოლის დირექტორის, დავით როსტომაშვილის განმარტებით, ლამბალოს საჯარო სკოლაში ორი სექტორია: ქართული და აზერბაიჯანული. მისივე თქმით, ქართულ სექტორზე მხოლოდ 80 მოსწავლეა, 935 მოსწავლე აზერბაიჯანულენოვანია, 70 პედაგოგიდან 25 მასწავლებელი ქართველია, დანარჩენები კი აზერბაიჯანელები არიან.
შეგახსენებთ, ლამბალოში სკოლის ძველი შენობა 2006 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. სოფლის 1000-ზე მეტი მოსწავლე ოჯახებში მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული. სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.