თელავში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამების შესახებ იმსჯელეს
საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს და უნდა მოხდეს თელავის მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სოციალური პროგრამების თაობაზე:
,,თემები, რომელზეც შეხვედრაზე ვისაუბრეთ, საზოგადოებისთვის დიდი ინტერესის მქონეა. სოციალური პროგრამები მოიცავს ბევრ კატეგორიას, რომელიც ეხება მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს. წელს გვაქვს სიახლეები სოციალურ პროგრამებში, როგორც ქალაქის, ასევე, თემის ბიუჯეტებში და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა, რომ მოსახლეობას ჰქოდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია. აღნიშნული შეხვედრა მიეძღვნა სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღეს,”– განუცხადა Knews.ge-ს მარეხ მგალობლიშვილმა.
შეხვედრას ქალაქ თელავის მერიისა და თემის წარმომადგენლები, უფლებამდაცველი ორგანიზაციებისა და საინიციტივო ჯგუფების წევრები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.