სოფელ იყალთოში მამის მკვლელობისთვის მამაკაცი დააპატიმრეს
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვასილ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას – 1939 წელს დაბადებულ ჯიმშერ ა-ს ცემისას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილს მამასთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით). ვასილ ა. წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.