ახალი ამბები

სავალუტო ჯიხურებში1 დოლარი 2.26 ლარი ღირს

დღეს, სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ფასი 2.23-დან 2.26 ლარამდე მერყეობს. გუშინდელთან შედარებით, დოლარის შესაძენი ფასი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 10 თეთრით შემცირდა. რაც შეეხება დოლარის გაყიდვას, ვალუტის გადამცვლელ სხვადასხვა ჯიხურში მოქალაქეებს 2.15- 2.20 ლარად შეუძლიათ.  სავალუტო ჯიხურების ნაწილში აცხადებენ, რომ ვალუტის გადამცვლელთა აქტივობა, მიუხედავად კურსის ცვლილებისა, არ გაზრდილა.