ახალი ამბები

გურჯაანი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 1 მლნ 100 ათასი ლარს დახარჯავს

 

წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის დაახლოებით 1 მლნ 100 ათასი ლარი გმოიყოფა.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ახალი რეგულაციების მიხედვით, ადგილობრივ თვითმართველობას შესაძლებლობა ექნება, პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გააერთიანოს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა დამატებით პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს.
მთავრობის განკარგულებით თანხა მუნიციპალიტეტისთვის გამოიყოფა, რომელსაც ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები სოფლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის გადანაწილდება. 
რაც შეეხება პრიორიტეტებს, გასული წლების მსგავსად, მათი შერჩევა სოფლის მოსახლეობის მიერ საერთო კრებაზე მოხდება. სოფლების კრებებზე შედგენილი ოქმებს კი მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგენენ, რათა მოხდეს პროექტის დაფინანსება.