სავალუტო ჯიხურების ნაწილი დოლარს აღარ ყიდის
knew.ge-ს კორესპონდენტს სავალუტო ჯიხურების ნაწილში განუცხადეს, რომ დოლარი არ აქვთ, ნაწილში კი ამბობენ, რომ დოლარის გაყიდვა დროებით შეაჩერეს.
აშშ დოლარის ოფიციალური კურსი დღეს 2.26 ლარი იყო, ხოლო სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.35-დან 2.38 ლარამდე მერყეობდა.
რაც შეეხება ევროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 7 პუნქტით დაეცა. ჯიხურებში ევროს შეძენა დღეს 2.70 ლარად იყო შესაძლებელი.