კომპანია ,,დაგი” სოფელ იყალთოში ,,ქვევრის სახლის” მშენებლობას იწყებს
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, ,,ქვევრის სახლი” მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით განახორციელებს.
მისივე თქმით, პროექტის დეტალები უკვე შეთანხმებულია მისი ბიუჯეტი კი სამი მილიონი ლარია.
,,აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ თელავისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბოლო დროს ღვინოზე და ქვევრზე მოთხოვნა გაიზარდა. რაიონში არის ადგილები, სადაც კუსტარული წესით ამზადებენ, მაგრამ იქ მოქალაქეს შესაძლებელია ერთი ქვევრის ყიდვისთვის რამდენიმე წელი მოუწიოს ლოდინი. ,,ქვევრის სახლში’’ კი სტანდარტული ქვევრის დამზადება იქნება შესაძლებელი და ასევე გაიხსნება ჯგუფი, სადაც ახალგაზრდები აღნიშნულ ხელოვნებას შეისწავლიან”,- განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.
მისივე თქმით, ,,ქვევრის სახლის” მშენებლობა სოფელში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.