სოფელ ყიტაანში საქონელი იხოცება
,,სოფელში დღეში 5 ძროხა კვდება. ბოლო ერთი კვირაა 30 სულზე მეტი დაიხოცა, მიზეზი კი დაუდგენელია. ვფიქრობთ, რომ ბალახია მოწამლული. დახმარებას ვითხოვთ”, – აცხადებს სოფლის მკვიდრი რომან ფუძეშვილი.
მოსახლეობის თქმით, დაავადებულ საქონელს იაფად ყიდიან.