აგროდაზღვევის კონცეფციაზე მუშაობა მაისში დასრულდება
,,მარტის დასაწყისში სამინისტრო აგროდაზღვევის პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევის პირველი ეტაპის შედეგებს წარმოადგენს BFC კონსალტინგთან ერთად. ამის შემდგომ განისაზღვრება მეორე ეტაპის პრიორიტეტებიც. აღნიშნული კომპანია საქართველოში აგროდაზღვევის პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევას ახორციელებს. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის აგროდაზღვევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. საბოლოო დოკუმენტზე მუშაობა მაისის ბოლოს დასრულდება“, – აცხადებს ოთარ დანელია.
მისივე თქმით, მუშაობის შემდგომ ეტაპზე პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა ის მხარე, რომელიც შემდგომ კონცეფციის იმპლემენტაციას განახორციელებს:
,,მუშაობის პროცესში ჩაერთვებიან სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგრარული კომიტეტი, სადაზღვევო ასოციაცია, სადაზღვევო კომპანიები და საფინანსო ინსტიტუტები”.
კვლევა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.