ექსპორტის წამახალისებელი ინსტიტუტი აპრილიდან ამოქმედდება
ასევე დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდისა და სამშენებლო სექტორის წახალისების მიზნით.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით კი, ეკონომიკური გუნდი კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან, რათა უნისონში იყოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები და ეკონომიკური ზრდის პროცესი იყოს შეუქცევადი.
ხელისუფლების ახალი ინიციატივა საზოგადოებას ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი თვის წინ გააცნო, რომელიც ექსპორტის წახალისების მიზნით სპეციალურ ინსტიტუტის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. საუბარია სახელმწიფოს მიერ საექსპორტო გარანტიების გაცემასა და საექსპორტო დაფინანსების ინსტიტუტების შექმნაზე.