თელავის თეატრის „პრიმადონა“ იუბილარია
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს ვენერა ფეიქრიშვილს დაბადებიდან 72 წელი შეუსრულდა. მსახიობი 1943 წელს ყვარელში დაიბადა. სამსახიობო კარიერის საუკეთესო წლები მან თელავის თეატრს მიუძღვნა. ვენერა ფეიქრიშვილს 100-ზე მეტ სპექტაკლში აქვს განსახიერებული როლები.
ვენერა ფეიქრიშვილი ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და შესრულებული როლებისათვის “თეატრის მოღვაწეთა კავშირის” პრემიით, გასულ წელს დაჯილდოვდა.
მორიგი იუბილე მშობლიურმა თეატრმა საჯაროდ მიულოცა: „ გვინდა ვუსურვოთ ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და კვლავ და კვლავ შემოქმედებით წარმატებები! კიდევ დიდხანს გაგეხარებინოთ თქვენი მაყურებელი ახალი საინტერესო როლებით!“, – ნათქვამია თეატრის განცახდებაში.
ქალბატონ ვენერას მილოცვებს უერთდება knews.ge რედაქციაც. საუკეთესო როლებს და მაყურებლის მქუხარე ოვაციებს ვუსურვებთ.